ეს ბიჭი აღარ ხუმრობს - ბითაძის 28 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება და 43-იანი კოეფიციენტი "პარტიზანთან" მატჩში!

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსმა" - "პარტიზნთან" 74:81 წააგო.

"პარტიზანმა" თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა, მესამე მეოთხედის შემდეგ 14 ქულით წინ იყო და "მეგა ბემაქსმა" მხოლოდ მეოთხე პერიოდში შეძლო ანგარიშის შემცირება.

თუმცა, ბუნებრივია ჩვენ ამაზე მეტად გოგას ამბავი გვაინტერესებს დ უნდა გითხრათ, მან დიდებულად იასპარეზა. თავად განსაჯეთ: 32:14 წუთში 28 ქულა ჩააგდო (10-დან 10 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ, მისი სარგებლიანობის
კოეფივიენტი 43 იყო და რა თქმა უნდა, მატჩის MVP გახდა.

"მეგა ბემაქსი" 5 მოგებით ჯერჯერობით ისევ პირველ ადგილზეა 9 ნოემბერს ხორვატიაში აუტსაიდერ "ზადარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ბიჭი გვეზრდება, ეგრე გააგრძელე შვილო
Datuna
04 ნოემბერი 2018 23:18
1
ჯობდა ეხუმრა, გავიცინებდი მაინც. ახლა რა თავში ვიხლი მაგის ქულებს და მოხსნებს
ქართველი
04 ნოემბერი 2018 13:24
46
ხოო და ქულები და მოხსნები თუ არ გინდა სხვა რამე რომ იყოს?
Gogi
05 ნოემბერი 2018 05:18
2
ეგ ქულები და მოხსნები საქართველოს ნაკრებს გამოადგება მომავალში, და შენი 'გაცინებისთვის' რატომ უნდა 'იხუმროს', ეგეთი რა სიკეთე გაქვს გაკეთებული?
გიორგი
04 ნოემბერი 2018 18:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული