ევროთასის მე-6 ტურში სახლში ლიეტუვის "რიტასთან" მოგებულ შეხვედრაში (95:76) "უნიკახას" ცენტრი გიორგი შერმადინი საუკეთესო იყო.
შერმადინმა 21:03 წუთში 23 ქულა ჩააგდო (10-დან 9 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და 29-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"უნიკახამ" 6 მატჩიდან 5 მოიგო, ჯგუფს "უნიკსთან" ერთად ლიდერობს და 14 ნოემბერს გერმანიაში "ფრანკფურტს" ხვდება.