ლიგა ენდესას მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" სტუმრად 95:84 დაამარცხა "ანდორა" და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ქართველი ცენტრი გახდა.
შერმადინმა 20:53 წუთში 17 ქულა ჩააგდო (8-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, 4-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
"უნიკახა" 7 მოგებით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია და 24 ნოემბერს "მურსიას" უმასპინძლებს.
ამას გარდა, მალაგური გუნდი ევროთასზეც წარმატებით ასპარეზობს - 7 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვა.