ესპანეთის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა ბექა ბურჯანაძემ.
მართალია, მისი "გიპუსკოა" სტუმრად "ვალენსიასთან" 62:77 დამარცხდა, მაგრამ ბექამ ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბურჯანაძე 27:50 წუთში 10 ქულით შეეწია ბასკურ გუნდს (6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 11-ჯერ მოხსნა ბურთი.
"გიპუსკოა" 2 ქულით სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა.
შეგახსენებთ, ფინანსური პრობლემების გამო სან სებასტიანურმა გუნდმა კონტრაქტი ვერ გაუგრძელა დუდა სანაძეს.