ზაზა ფაჩულიამ და "დეტროიტმა" დაბრუნებული სტეფ კარი და "გოლდენ სტეიტი" დაამარცხეს

AutoSharing Option
გუშინ, გვიან ღამით NBA-ის მომდევნო ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიამ და "დეტროიტმა" ქართველის ყოფილი გუნდი "გოლდენ სტეიტი" 111:102 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ სტეფ კარი დაბრუნდა და მან და კევინ დურანტმა ერთად 55 ქულას მოუყარეს თავი, ეს NBA-ის მოქმედი ჩემპიონებისთვის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მასპინძელთაგან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 34 წუთში 26 ქულას 5 პასს და 6 მოხსნას მოუყარა თავი, ანდრე
დრამონდმა კი 16 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამ გამარჯვებით ზაზა ფაჩულიას გუნდმა მე-13 მოგება მიითვალა და  აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს, "დეტროიტს" ხუთი თამაშია არ წაუგია.

"პისტონსი" შემდეგ შეხვედრას "ოკლაჰომასთან" 4 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე გამართავს.

altზაზა ფაჩულიას "დეტროიტის" ზედიზედ მე-4 გამარჯვება, ჯერი "გოლდენ სტეიტზეა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა დროა ათამაშდე, ჯერ ადრეა ამდენი დასვენება. უფლის მადლი გფარავდეს.
გიზოგ
20:14 02-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული