ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ოკლაჰომასთან" შინ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ოკლაჰომა თანდერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 83:110 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე საერთო ჯამში 14:09 დაჰყო.

ამ ხნის განმავლობაში ზაზამ ქულები ვერ მოიპოვა, მაგრამ 6 მოხსნა და 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა. ფაჩულიამ ორჯერ ტყორცნა ბურთი და ორივეჯერ ააცილა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა სტივენ ადამსმა ჩააგდო. რასელ უესტბრუკმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10
მოხსნა.

"დეტროიტიდან" ბლეიკ გრიფინმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო ანდრე დრამონდმა - 13.

13 მოგებითა და 8 მარცხით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეოთხე ადგილზეა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს, ჩვენი დროით 05:00 საათზე "მილუოკი ბაქსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მინესოტა-ჰიუსტონი 103:91
ნიუ ორლეანი-კლიპერსი 126:129
ატლანტა-გოლდენ სტეიტი 111:128
ბრუკლინი-კლივლენდი 97:99
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 107:110
ტორონტო-დენვერი 103:106

altზაზა ფაჩულიამ და "დეტროიტმა" დაბრუნებული სტეფ კარი და "გოლდენ სტეიტი" დაამარცხეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული