ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე საერთო ჯამში 14:09 დაჰყო.
ამ ხნის განმავლობაში ზაზამ ქულები ვერ მოიპოვა, მაგრამ 6 მოხსნა და 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა. ფაჩულიამ ორჯერ ტყორცნა ბურთი და ორივეჯერ ააცილა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა სტივენ ადამსმა ჩააგდო. რასელ უესტბრუკმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10 მოხსნა.
"დეტროიტიდან" ბლეიკ გრიფინმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო ანდრე დრამონდმა - 13.
13 მოგებითა და 8 მარცხით "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეოთხე ადგილზეა. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს, ჩვენი დროით 05:00 საათზე "მილუოკი ბაქსთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
მინესოტა-ჰიუსტონი 103:91
ნიუ ორლეანი-კლიპერსი 126:129
ატლანტა-გოლდენ სტეიტი 111:128
ბრუკლინი-კლივლენდი 97:99
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 107:110
ტორონტო-დენვერი 103:106
ზაზა ფაჩულიამ და "დეტროიტმა" დაბრუნებული სტეფ კარი და "გოლდენ სტეიტი" დაამარცხეს