Parlons-basket.com: ზაზა ფაჩულიას ისევ მეტოქის განზრახ დაზიანება სურდა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფრანგული საკალათბურთო გამოცემა Parlons-basket.com-ი ზაზა ფაჩულიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. "დეტროიტის" ბოლო მატჩში, რომელიც "პისტონსმა" "ფილადელფიასთან" დათმო, პირველი მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი ცენტრი მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელ მაიკ მუსკალას დაეჯახა.

"ზაზა ფაჩულიას ისევ მეტოქის განზრახ დაზიანება სურდა?" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Parlons-basket.com-ი.

"მას შემდეგ, რაც კავაი ლეონარდი ზაზა ფაჩულიასთან კონტაქტის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, ქართველ კალათბურთელს "ბინძური" მოთამაშის რეპუტაცია აქვს, მისი ქმედება "ფილადელფიას" წინააღმდეგ კი ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს.

მსგავს ქცევებში ის წლების განმავლობაშია შემჩნეული, მაიკ მუსკალასთან შეჯახება კი ბუნებრივს ნამდვილად
არ ჰგავდა. სწორედ ამიტომ ქართველის წინააღმდეგ კრიტიკის ახალი ტალღა წამოვიდა.

ზაზას მეტოქის დაზინება სურდა თუ ეს შემთხვევით გამოუვიდა? მისი ქცევების განსჯას თქვენ მოგანდობთ, NBA-ს კი მის მიმართ არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც ქართველი დასჯილა." - ვკითხულობთ Parlons-basket.com-ზე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი "დეტროიტში" მიმდინარე სეზონის წინ "გოლდენ სტეიტიდან" გადავიდა, სადაც ზედიზედ ორჯერ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

altზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დეტროიტის" უკვე ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]

altრამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ჩატარებულ 15 სეზონში?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბინძურები თავები გაბიათ!
1
ზაზას მეტოქის დაზინება სურდა თუ ეს შემთხვევით გამოუვიდა? მისი ქცევების განსჯას თქვენ მოგანდობთ, NBA-ს კი მის მიმართ არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც ქართველი დასჯილა." - ვკითხულობთ Parlons-basket.com-ზე. ვისაც მეტი სამე არაფერი გაქვთ რაც გინდათ აწი ის თქვით
ნოდო
14:28 12-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული