მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, მესამე მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 7 ქულით იგებდნენ და დასკვნით პერიოდში მოახერხეს სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება.
შენგელიამ 31:13 წუთში 20 ქულა ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 15-დან 8 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მასზე 10-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჯენინგმა 31: 28 წუთში 16 ქულა შესძინა თავის გუნდს, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
"ბასკონია" 5 მოგებით მე-11 ადგილზეა და 18 დეკემბერს სტუმრად "გრან კანარიას" დაუპირისპირდება.