სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. თანაც ქართველმა ფორვარდმა თავი დიდ დერბიში გამოიჩინა. მისი “სეტონ ჰოლი” მოსისხლე “რატჯერსს” ხვდებოდა, ხოლო ეს გუნდები ნიუ ჯერსის შტატის ყველაზე დიდი უნივერსიტეტების გუნდები არიან და ეს მატჩი მათ შორის რიგით 70-ე გახლდათ.
“რატჯერსი” 2013 წლამდე “სეტონ ჰოლის” კონფერენცია Big East-ში ასპარეზობდა, შემდეგ კი Big 10-ში გადავიდა და ბოლო 5 წელია, ურთიერთშეხვედრები თითქმის აღარ უწევთ, თუკი სეზონის წინ არ მოილაპარაკეს და არასაკონფერენციო მატჩი არ დაგეგმეს. ჰოდა, ეს მატჩიც ამ სეზონის წინ დაიგეგმა და,
რა თქმა უნდა, მაყურებლებმა დარბაზი გაავსეს.
ამ გუნდების მატჩში სპეციალური, გარდამავალი თასი 1916 წლიდან თამაშდება და ნამატჩევს იგი სეტონჰოლელმა “მეკობრეებმა” ჩაიბარეს, რომლებმაც შეხვედრა 72:66 მოიგეს. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. მამუკელაშვილზე მეტი – 28 ქულა სეტონჰოლელთაგან მაილს პოუელმა მოაგროვა.
7 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლმა”, როგორც იქნა, ცხრილში საფეხურით აიწია და ახლა 10-გუნდიან Big East-ის კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. მას ჩამორჩება NCAA-ის მოქმედი ჩემპიონი “ვილანოვა”, რომელსაც 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. შემდეგ მატჩს “სეტონ ჰოლი” “სეიქრიდ ჰართ პიონერსთან”, 20 დეკემბერს გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით