"დეტროიტის" კიდევ ერთი მარცხი - ზაზა ფაჩულია ავადაა და გუნდს ვერ ეხმარება

AutoSharing Option
გვიან ღამით NBA-ის მატჩები გაიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" სამქულიანი სხვაობით (107-104) "მილუოკისთან" დამარცხდა, ქართველ ცენტრს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ის ავადაა და პარკეტს სავარაუდოდ, ორშაბათს დაუბრუნდება.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტუმართა ბერძენი მცირე ფორვარდი გიანის ანტეტოკუმპო იყო, რომელმაც თამაშში გატარებულ 31:11 წუთში 32 ქულას, 5 პასს და 12 მოხსნას მოუყარა თავი.

დეტროიტელთაგან კი ყველაზე მეტი ქულის მოპოვება რეჯი ბულოკმა მოახერხა, რომელმაც 24 ქულა, 1 პასი და 3 მოხსნა დააგროვა.

"პისტონსმა" ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა და ამ დროისთვის 14
მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს "მინესოტასთან" გამართავს, დიდი ალბათობით ზაზა ფაჩულია გუნდს ვერც ამ დაპირისპირებაში დაეხმარება.

altზაზა ფაჩულიამ "დეტროიტს" ვერ უშველა - "პისტონსი" ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [VIDEO]

altზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დეტროიტის" უკვე ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ენბიეი ვოუთ ზაზა ფაჩულია. კომენტარებში დაწერეთ თუ გინდათ ზაზა მვპ გახდეს, ჯერ კიდევ არ არის გვიანი
ზვიადი
12:30 18-12-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული