NBA-ის ბლოგერი: კარგი რა ზაზა! ყველაფერს საწყალი ბლეიკ გრიფინი ვერ გააკეთებს! [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბლოგერი ზაკ ლოუი, რომელმაც სახელი NBA-ის შესახებ წერით გაითქვა, გავლენიან სპორტულ სააგენტო Espn.com-ზე სტატიას აქვეყნებს სათაურით - 10 რამ, რაც მომწონს და არ მომწონს.

ამ სიაში მოხვდა "დეტროიტის" კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც.

აი, რას წერს ზაკ ლოუი ქართველ ცენტრზე:

"ფაჩულია საყვარელი თანაგუნდელია, მას მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეები და სწრაფი პასების გაკეთება სურს, მის საყვარელ საქმეთა სიაში არ შედის სროლა. კალათბურთელები ისეთ თანაგუნდელებს აღმერთებენ, რომლებიც ფარში არ ისვრიან, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველას უფრო მეტი სროლის
საშუალება ექნება.

ფაჩულიას საოცარი მომენტი, რომელიც კვირაში ერთხელ აუცილებლად მეორდება: როცა თანაგუნდელები ევედრებიან, რომ ეს დასაწვავი ბურთი ჩააგდოს, რადგან ის კალათის ქვეშ დგას, მაგრამ ვერაფერს ხვდება:


"დეტროიტის" მთელი სათადარიგოთა სკამი ნახევარ წამში პარკეტში შემოიჭრება, დაიჭერს ფაჩულიას და მთელი ხმით ჩაჰყვირებს. კარგი რა, ზაზა! საწყალი ბლეიკ გრიფინი ყველაფერს ვერ გააკეთებს!


რა საჭიროა, მოსაწყენი პასი, როცა შეგიძლია ბურთი შენს ფეხებს შუა გაატარო? კრის ვებერი მისით იამაყებდა."

alt"დეტროიტის" კიდევ ერთი მარცხი - ზაზა ფაჩულია ავადაა და გუნდს ვერ ეხმარება

მკითხველის კომენტარები / 7 /
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რამხელა შინაგანი, და წერის კულტურა გამოავლინა ჟურნალისტმა ამ პატარა წერილში. აი რომ ვადარებ ჩვენს ჟურნალისტებს ღობე-ყორეს რომ მიედებიან-მოედებიან ხოლმე, ვითომ ორიგინალობენ და ისეთ სისულეებს აბრეხვებენ, განსაკუთრებით კომენტატორები. და გახსენებაზე კიდევ ერთს დავამატებ; დათო ბანანაშვილის დონის ინტელექტის კომენტატორი არ გვყავს, როცა მაგ კაცს მიყავს საფეხბურთო რეპორტაჟი, სიამოვნებით ვუყურებ, და კიდე გვენცაძეც, ორივე კარგ დუეტს ქმნიან.
ირაკლი
00:08 20-12-2018
0
მართალია ეს კაცი...
vini
15:41 19-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული