შერმადინმა ფიატთან მოგებულ მატჩში 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს, ევროთასის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 89:68 დაამარცხა ტურინის "ფიატი".

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 4 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

შერმადინმა 18:00 წუთში 9 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

"უნიკახამ" ჯგუფური ეტაპი 8 მოგებით მეორე ადგილზე დაასრულა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ადგილი კი 9 მოგებით კაზანის "უნიკსმა" დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ში აშკარად სჩანს,რომ გიომ, სულ ცოტა ერთი პასი მაინც გააკეთა.80-ს შემდეგ,სამქულიანი,მისი პასის შემდეგ ჩავარდა.სტატისტიკაში,ეს მოხსენიებული არ არის.
სოსო
11:27 20-12-2018
0

სიახლეები პოპულარული