"დეტროიტმა" გამარჯვების გემო გაიხსენა - ზაზა ფაჩულია პარკეტს დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის მომდევნო ტურში გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა", რომელმაც სტუმრად "მინესოტა" დაამარცხა (129:123), ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და "პისტონსმა" გამარჯვებას ოვერტაიმში მიაღწია.

პარკეტს დაუბრუნდა სტუმართა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ავადმყოფობის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მან თამაშში გატარებულ 4:52 წუთში მხოლოდ 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.

საუკეთესო "დეტროიტის" ლიდერი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც საკუთარ აქტივში 34 ქულა, 4 პასი და 8 მოხსნა ჩაიწერა.

მასპინძელთაგან კი საუკეთესო შედეგი დერეკ როუზმა აჩვენა, მან 38:13 წუთში 33 ქულას, 7 პასს და 3 მოხსნას მოუყარა
თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ "პისტონსს" ბალანსი 15:14-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "შარლოტთან" 22 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

alt"დეტროიტის" კიდევ ერთი მარცხი - ზაზა ფაჩულია ავადაა და გუნდს ვერ ეხმარება

altზაზა ფაჩულიამ "დეტროიტს" ვერ უშველა - "პისტონსი" ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი საჩემპიონო ბეჭედი მუქთად ჩაიგდო ხელში
რატომ
13:46 20-12-2018
5
მე მათემატიკა საკმაოდ კარგად ვიცი, ვიცი, რომ არსებობს ერთელემენტიანი სიმრავლე,უფრო მეტი, არსებობს ცარიელი სიმრავლეც, მაგრამ "ერთი მოხსნის მოგროვება", მაინც ნამეტარია!
zurab
12:25 20-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული