Telegraf.rs: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს

AutoSharing Option
სერბული გამოცემა Telegraf.rs-ი გოგა ბითაძის "ბუდოჩნოსტში" გადასვლას ეხმიანება.

გამოცემის თქმით, სერბეთს უჭირს მისნაირი ტალანტების გაზრდა და გოგა ბითაძე ევროლიგაში დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

"გოგა ბითაძე საშუალო დონის "მეგა ბიმაქსს" ტოვებს და უფრო ძლიერ გუნდსა და ტურნირში (ევროლიგა) გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც საშუალება ექნება დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

19 წლის მოთამაშე ადრიატიკის ლიგაში სტატისტიკის მიხედვით მესამე პოზიციაზეა - მატჩში საშუალოდ 20,1 ქულით და 7,9 მოხსნით, მაგრამ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც გავლენა, რომელსაც გოგა თამაშზე ახდენს. 212 სანტიმეტრი სიმაღლის და შესანიშნავი
სროლის მფლობელი მოთამაშისთვის ძალიან მარტივია მეტოქეებისთვის ხიფათის შექმნა.

ეჭვი არავის ეპარება, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება, უბრალოდ ნახეთ, როგორ ითამაშებს ის ევროლიგაში, მატჩების ნახევარი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამაა: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს" - ვკითხულობთ Telegraf.rs-ზე.

გოგა ბითაძე "ბუდოჩნოსტში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ის NBA-ის დრაფტზე დადგება.

altბითაძე "ბუდუჩნოსტში" გადავიდა და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

altგოგა ბითაძე: "ბუდუჩნოსტში" თამაში ჩემთვის დიდი პატივი და შანსია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ბალკანელები ნოლები ხართ, მოქრთამვის გარეშე ვერასდროს ვერანაირ შედეგებს ვერ დადებთ.
sdfffff
21 დეკემბერი 2018 18:20
26
შენ ერთი ალბანელებში ხომ არ გეშლებით?
ბალკანელი
25 დეკემბერი 2018 04:10
0
ხორვატიაც ბალკანეთია.
სოსო
22 დეკემბერი 2018 14:06
0
გუშინდელ მატჩში არ ათამაშეს რატომღაც. სერბმა კომენტატორმა თამაშის წინ რამოდენიმეჯერ ახსენა ბითაძე, მაგრამ ვერ გავიგე რა ასპექტში. ველოდი, მაგრამ ამაოდ...
emigranti
21 დეკემბერი 2018 18:18
0
გაგისწორდათ ეგ სტატია? თუ რატომ გადმოთარგმნეთ? სერბეთის დონეს კალათბურთში საქართველო ვერასოდეს ვერ მიაღწევს. ასე რომ ზღაპრებს მოეშვით. სერბეთის სკოლა ამერიკის შემდეგ უძლიერესია მსოფლიოში, სამომავლოდ რომ იცოდეთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი
21 დეკემბერი 2018 18:09
23
სერბეთი უძლიერესია და უდიდესი პატივისცემა მათ, კალათბურთი საერთოდ მაგათი თამაშია და მართალია. ნოვაკ ჯოკოვიჩიც საუკეთესოა და ვიზიარებ მაგ შემართებას, მაგრამ შენ ქართველები ვინა გგონივართ აბა ერთი წესივრად შემოგვხედე?? აი ქართველი მაიკლ ჯორდანები თუ არ წამოვიდნენ აგერ ნახავ.
ქართველი
25 დეკემბერი 2018 04:26
0
სერბებს მადლობა ეკუთვნით. ბითაძე პერსპექტიულ ბიჭად ჩავიდა და მაგათმა ბევრი ასწავლეს/
-
21 დეკემბერი 2018 23:49
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული