ზაზა ფაჩულიამ ყოფილ გუნდს 7 ქულა ჩაუგდო - "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
24 დეკემბერს NBA-ის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მისი ყოფილი გუნდი "ატლანტა" მიიღო და 95:98 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა წინა შეხვედრებთან შედარებით მეტი დრო მიეცა, მან პარკეტზე გატარებულ 19:05 წუთში 7 ქულა, 3 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.


მასპინძელთაგან ყველაზე მეტი - 18 ქულა ლენგსტონ გელოვეიმ ჩააგდო, იგივე შედეგი ჰქონდა "ატლანტელ" ვინს კარტერს.


15 გამარჯვებითა და 16 მარცხით ზაზა ფაჩულიას
გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციას იკავებს, "პისტონსი" შემდეგ მატჩს "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 27 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

altNBA-ის ბლოგერი: კარგი რა ზაზა! ყველაფერს საწყალი ბლეიკ გრიფინი ვერ გააკეთებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული