მამუკელაშვილის 14 ქულა, გამარჯვების პასი და ლიდერთან ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საოცარი გამარჯვებით დაიწყო კონფერენციის ჩემპიონატი სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა". ნიუ ორანჟელებმა არასაკონფერენციო მატჩებში საუკეთესო შედეგის მქონე "სეინთ ჯონსს" უმასპინძლეს და საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანის წყალობით – 76:74 იმარჯვეს.

სეტონჰოლელი "მეკობრეები" ქულით ჩამორჩებოდნენ, საფინალო სირენამდე კი 3 წამი რჩებოდა. ბურთი გვერდითი ხაზიდან შემოიტანეს და მამუკელაშვილს მიაწოდეს. ქართველი ფორვარდი თითქოს ფარისკენ დაიძრა, თუმცა ბურთი პერიმეტრზე მდგარ შავარ რეინოლდს გადააწოდა, რომელმაც გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციისამებრ, ამერიკის სტუდენტური ლიგა დეკემბერში იწყება, მანამდე კი, ოქტომბრიდან მოყოლებული, გუნდები სხვა კონფერენციის გუნდებს პრივატულად შედგენილი
კალენდრის მიხედვით ხვდებიან. ეს მატჩები მოთელვის მაგვარია კონფერენციის ჩემპიონატის დაწყებამდე, თუმცა თამაშებს ოფიციალური სახე აქვს და მათი შედეგები გუნდებს ცხრილის სათვალავში ეთვლებათ. "სეინთ ჯონსმა" არასაკონფერენციო 12 მატჩიდან ყველა მოიგო და Big East-ის კონფერენციის ლიდერი გახლდათ. "სეტონ ჰოლმა" კი აქამდე გამართული 12 შეხვედრიდან 9-ში იმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილმა "სეინთ ჯონსთან" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 14 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანდროსთან ერთად 14-14 ქულა მოაგროვეს მისმა თანაგუნდელებმა – მაიკლ ნზეიმ და ქუინსი მაკნაითმა, 15 ქულით კი ბომბარდირი მაილს პოუელი გახდა.

10-გუნდიან Big East-ის კონფერენციაშ 2 წრე გაიმართება. ანუ გუნდები მთლიანობაში 18 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც პლეი ოფში დაწყვილდებიან და კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. "სეტონ ჰოლი" მორიგ მატჩს 3 იანვარს, სტუმრად "ქსავიერთან" ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული