ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 2018 წლის ბოლო მატჩში 8 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
31 დეკემბერს ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში 2018 წელი მარცხით დაასრულა ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა", რომელიც სტუმრად "ორლანდო მეჯიქთან" დრამატულ ბრძოლაში ბოლო წამზე ანგარიშით 107:109 დამარცხდა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ "დეტროიტში" გადაბარგების შემდეგ ზაზას საუკეთესო მატჩიც ჰქონდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში შედეგიანად ითამაშა - 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროა. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე
მოხსნა.


აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის მოხსნების რაოდენობით მხოლოდ ანდრე დრამონდს ჩამორჩა (14 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო შედეგიანი პასებით ბლეიქ გრიფინს (15 ქულა, 5 პასი). აი, ჩაჭრებსა და ბლოკშოტებში "დეტროიტის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა.

"ორლანდოს" რიგებში მონტენეგროელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა აარონ გორდონმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი).


"დეტროიტი" 34 თამაშში 16 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები სტუმრად 2 იანვარს, ზაზას კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, "მილუოკი ბაქსთან" ჩაატარებენ.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-საკრამენტო 121:114
პორტლენდი-ფილადელფია 129:95
დალასი-ოკლაჰომა 105:103
მაიამი-მინესოტა 104:113
ტორონტო-ჩიკაგო 95:89

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი თამში ჩაატარა ჩემი აზრით, პროსტა ცოტას ისვრის... თამაშს რო უყურებ უფრო ხვდები რამხელა სამუშაოს ატარებს როცა პარკეტზეა.. მშრალი სტატისტიკა მთლად ვერ ამბობს ყველაფერს... პ.ს მოგებული თამაში წააგეს...
parfiumer
22:46 31-12-2018
0
ჩაჯდება ზაზა სასტავში, თან უეჭველი, კარგად გაერკვევა სიტუაციაში და რიგითი სათადარიგოს როლი აღარ ექნება, მე ყველა თაშს ვუყურებ და ყოველდღე უკეთესია ზაზა, უბრალოდ დრო უნდა, გაიხსენეთ გოლდენის პერიოდის პირველი სეზონის ახალ წლამდე ზაზა და შემდეგ როგრ მოერგო სიტუაციას, აქაც იგივეს იზამს. მადლობა ზაზა! მრავალს დაესწარი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული