ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ "დეტროიტში" გადაბარგების შემდეგ ზაზას საუკეთესო მატჩიც ჰქონდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში შედეგიანად ითამაშა - 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროა. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე
აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის მოხსნების რაოდენობით მხოლოდ ანდრე დრამონდს ჩამორჩა (14 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო შედეგიანი პასებით ბლეიქ გრიფინს (15 ქულა, 5 პასი). აი, ჩაჭრებსა და ბლოკშოტებში "დეტროიტის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა.
"ორლანდოს" რიგებში მონტენეგროელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი გამოირჩა ორმაგი დუბლით (22 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა აარონ გორდონმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი).
"დეტროიტი" 34 თამაშში 16 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები სტუმრად 2 იანვარს, ზაზას კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, "მილუოკი ბაქსთან" ჩაატარებენ.
დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-საკრამენტო 121:114
პორტლენდი-ფილადელფია 129:95
დალასი-ოკლაჰომა 105:103
მაიამი-მინესოტა 104:113
ტორონტო-ჩიკაგო 95:89
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით