ვეტერანმა ქართველმა ტრავმა "ორლანდოსთან" მატჩში მიიღო და როგორც NBA-ს რეპორტში ვკითხულობთ, მას მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის დაჟეჟილობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა პარკეტს "მემფისთან" მატჩში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა.
უცნობია, მიიღებს თუ არა ქართველი მონაწილეობას 5 იანვარს "იუტასთან" გასამართ მატჩში.
"დეტროიტმა" გამარჯვების გემო გაიხსენა - ზაზა ფაჩულია ისევ არ ჩანს [VIDEO]