ლიგა ენდესას საიტმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით "2018 წელს თორნიკე შენგელია მეფობდა". ის გასულ წელს საუკეთესო იყო ჩაგდებული ქულების მხრივ (645), მე-8 მოხსნებში (226), პირველი სარგებლიანობის კოეფიციენტით (791) და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ევროლიგაზე სტამბულში "ფენერბახჩესთან" მატჩის წინ "ბასკონიას" მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა eurohoops-ს განუცხადა, რომ შენგელია როგორც მინიმუმ სამი თვე იუქმებს (არადა, თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ ერთი თვე გაუცდებოდა) და ეს სეზონი მისთვის დასრულებულია.
პერასოვიჩმა დაიჩივლა, რომ 5 დღეში 3 მძიმე გასვლითი შეხვედრა უწევთ და გუნდის კაპიტნის გარეშე
გაუჭირდებათ თამაში.
თორნიკე თავისი გუნდის სული დ გულია, ჭეშმარიტი ლიდერია და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. ჯერ იყო და ცხვირი დაუზიანდა და ნიღბით თამაშობდა, ახლა კი 3 თვით გამოიყვანეს მწყობრიდან.
შენგელიამ "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩისას მიიღო მარჯვენა მუხლის ტრავმა.