შენგელიას გარეშე დარჩენილი "ბასკონია" "ფენერბახჩესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-16 ტურში "ბასკონია" სტამბულში 87:96 დამარცხდა ფენერბახჩესთან".

ბასკურ გუნდს ტრავმირებული თორნიკე შენგელია და ჯეისონ გრეინჯერი ვერ დაეხმარნენ და მაინც ბოლომდე ებრძოლა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 29:27 წუთში 10 ქულა ჩააგდო (1-დან 0 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ბასკონია" 7 მოგებით მე-10 ადგილზეა და 11 იანვარს პირეოსში "ოლიმპიაკოს" შეხვდება.

"ბასკონიას" მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა განაცხადა, რომ ნახევარი სეზონი წინა აქვთ, ასე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა
გაუჭირდებათ და სასწრაფოდ მოთამაშეები უნდა დაიმატონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული