დუდა სანაძე კარიერას პოლონეთის უმაღლესლიგურ კლუბ “როსა რადომში” გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელს წინა სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმისა და ნაოპერაციები ფეხის გამო გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 1 თვე ესპანურ “დელტეკოში” გაატარა. ამ კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო სანაძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ვერ გაუხანგრძლივა და დუდამ დაახლოებით თვე-ნახევარი უკლუბოდ გაატარა. გუშინ კი მან კონტრაქტი პოლონურ “როსა რადომთან” გააფორმა, რომელიც წინა სეზონში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა, თუმცა წლეულს შიდაჩემპიონატის პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.
სანაძემ რადომელებთან კონტრაქტი ელექტრონულად გააფორმა და პოლონეთში ხვალ მიემგზავრება. პოლონურ უმაღლეს
ლიგაში 16 გუნდია, “როსა რადომს” კი 14 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. პლეი-ოფში 8 საუკეთესო გადის, თუმცა წინ კიდევ რეგულარული ჩემპიონატის 16 ტურია.
სანაძემ რადომელებთან კონტრაქტი ელექტრონულად გააფორმა და პოლონეთში ხვალ მიემგზავრება. პოლონურ უმაღლეს
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით