ზაზა და ლებრონი ერთად? - ფაჩულია შეიძლება ბარტერის წესით "ლეიკერსში" გადავიდეს

AutoSharing Option
thesportster.com-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ზაზა ფაჩულია ბარტერის წესით "ლოს ანჟელეს ლეიკერსში" გადავიდეს.

საიტმა გუნდებს შორის შესაძლო გაცვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" სამიზნეა. თუმცა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს რთული პროცესია.

"დაბეჯითებით ძნელია თქვა, რა აკლია "ლოს ანჟელეს ლეიკერსს". მათ ჰყავთ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, ახალგაზრდა ვარსკვლავები ლონზო ბოლი, კაილ კუზმა, ჯოშ ჰარტი და ბრენდონ ინგრემი, პლუს კარგი ვეტერანები რეჯონ რონდო და ტაისონ ჩენდლერი, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი მიმდინარე სეზონში მაინც ვერ ვარგობს.

მებრძოლ
გუნდს როგორც წესი სჭირდება ენერგია და გამძლეობა და ზაზა ფაჩულიას ეს ორივე თვისება გააჩნია. ფაჩულია კარგად ცნობილია "გოლდენ სტეიტიდან", რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა ჩემპიონი; ზაზას შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს  "ლეიკერსს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არადა გოლდენს მართლა მაგრად აკლია ზაზა...შედეგები წინა ორი წლის და ეხლანდელი...საღოლ ზაზა..ამ ასაკში ლეიკერსს სურვილი ქონდეს დაგიმატოს..უკვე თემაა
0
გოლდენს რა მაგრა ეტყობა ზაზას არყოფნა,თუ ამჩნევთ?!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული