გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის დიდებული თამაშის წყალობით “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა გაიმყარა. ცინცაძემ ნებისმიერი გამთამაშებლისთვის საოცნებო – 17 პასი მიითვალა, რითაც თანაგუნდელებს, მათ შორის ბერიშვილსაც დიდად გაუადვილა ქულების მოგროვება.
“ალ შამალმა” “ალ რაიანს” უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა. ცინცაძემ 33 წუთში 4-დან 3 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას, 17 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიაყოლა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ
კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და მან მცირედით აჯობა დოჰელთა უმთავრეს ბომბარდირ მოჰამედ ჰარატის (31), რომელმაც ამჯერად 24 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველი გამთამაშებელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შედეგიანად გაისარჯა ბერიშვილიც, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 40 წუთის განმავლობაში მიშას მონაგარი 20 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 13-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ალ შამალმა” 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და კვლავაც პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს “ალ სადთან”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით