ლუკა ბულაშვილმა "ინოვა ჩეფს" 26 ქულა ჩაუგდო და გუნდში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ლუკა ბულაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა ესპანეთში, რანგით მე-4 EBA ლიგის A-B დივიზიონში. 20 წლის ქართველის "კულერედო" სტუმრად "ინოვა ჩეფს" შეხვდა და 4 ქულით – 64:68 დამარცხდა.

ბულაშვილმა 35:44 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბულაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც გუნდში საუკეთესო
მაჩვენებელი იყო.
"კულერედოს" 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, შინ, "ნარონთან" ჩაატარებს.

A-A ლიგაში "ვალე დე ეგუესთან" გასვლითი მატჩი 67:59 მოიგო რატი ანდრონიკაშვილის "მირაფლორესმა". ქართველი კალათბურთელი მოედანზე 11:46 წუთი იყო და აქტივში 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. რატიმ 3 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა ჰქონდა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

"მირაფლორესი" 7 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩი კი 19 იანვარს, შინ, "მონდრაგონთან" ელის.

altლუკა ბულაშვილმა ესპანეთში 20 ქულა ჩააგდო მისმა გუნდმა გაიმარჯვა


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტა აზრიაქ ოცდაექვსი კიარა ორმოცდაექვსი რო ჩააგდოს მაინც არ ათამაშებენ ნაკრებში სანამ ეს ფედერაცია იქნება ესეც ხომ ცხადია . რისთვის და რატომ ესეც ყველამ იცის.
zaza
11:13 28-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული