გიორგი შერმადინი 13 ქულით ევროთასზე "უნიკახას" "ლიმოჟის" ძლევაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" მალაგაში" 79:72 დაამარცხა "ლიმოჟი".

შერმადინმა 17:24 წუთში 13 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი), 5 მოხსნა, 1 პასი მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო.

გიორგიზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ადამ ვაზნიცკიმ ჩააგდო (16), რომელიც 18-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"უნიკახა" 2 მოგებით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ ამავე ტურში "ვალენსიამ" "ცრვენა ზვეზდას" სძლია, გალიდერდება.

"შემდეგ ტურში, 19 იანვარს "უნიკახა" სტუმრად "ლიმოჟს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
3 3-ქულიანიო?! :O. 5 ორქულიანი და 3 სამქულიანი 19 ქულაა, ისე ;)
ვვვ
09:53 16-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული