გიორგი ცინცაძის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი და მიხეილ ბერიშვილის 14 ქულა ყატარში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქართველებმა კი, ტრადიციულად, შედეგიანად ითამაშეს.

დავიწყოთ ცინცაძით, რომელმაც ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ქართველების ჯამურმა ქულამ 31 შეადგინა. "ალ შამალის" მეტოქე "ალ რაიანი" გახლდათ, რომელსაც ქართველების გუნდმა 86:74 სძლია. ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 10 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 7-დან 5 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ
დაჯარიმდნენ.

ქართველი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მოჰამედ ჰარატის (43) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 27 ქულას 18 მოხსნა წაამატა.

ბერიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მიშამ 4-ვე ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ალ შამალს" 9 ტურში 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ჩემპიონატი ტოპ ლიგისა არარი მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა ამ ხალხს კი უნდა მიაქციონ ყურადღება.მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ფორმაში ყოფნა, ვფიქრობ არარიან დასაკარგი ხალხი ეს კალათბურთელები! წარმატებები გიოს და მიხეილს!
მამუკა
12:45 17-01-2019
0

სიახლეები პოპულარული