დუდა სანაძის 20 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
დუდა სანაძის მორიგი 20-ქულიანი მატჩი პოლონეთის ჩემპიონატში.

ქართველმა უკანახაზელმა “რადომთან” კონტრაქტი 2 კვირის წინ გააფორმა, დღეს კი მეორე მატჩი გამართა და კვლავ შედეგიანად გაისარჯა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მატჩში სანაძემ 21 ქულა მიითვალა, დღეს კი მოედანი 20 ქულით დატოვა.

ჩვენებურის გუნდმა “ოსტრუვთან” საშინაო შეხვედრა 80:84 დათმო, სანაძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34:36 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დუდამ 5-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი
და 10-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“როსა რადომს” 5 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს სტუმრად “გდინიასთან” გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქულების რაოდენობა კარგია,ესე იგი მწვრთნელები მას ენდობიან და გადამწყვეტი სროლის უფლებაც აქვს,მაგრამ სროლის სიზუსტე საკმაოდ დაბალი გამოდის.იმედია ფორმას სწრაფად აჰკრეფს,თორემ გუნდი, შეიძლება გავარდეს კიდეც.
სოსო
10:24 21-01-2019
0

სიახლეები პოპულარული