ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა

AutoSharing Option
ქართველი ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე ლვოვის "კარპატიში" დაბრუნდა.

ის "კარპატის" ახალ წლამდე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "რიგასში" ჰყავდა იჯარით გაშვებული და უკან დაიბრუნა.

სანდოხაძე "კარპატისთან" ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ბულგარულ "სეპტემვრისთან" ამხანაგურ მატჩში (1:0) მიიღო მონაწილეობა.

"კარპატი" თურქეთში კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, უკრაინის ჩემპიონატი კი 24 თებერვალს განახლდება და ლვოვური გუნდი პოლტავაში "ვორსკლას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული