სერბული პრესა გოგა ბითაძეზე - "ბუდუჩნოსტის" გულშემატკივრებს უყვართ ახალი გმირი

AutoSharing Option
ევროლიგის მე-20 ტურში "ბუდუჩნოსტის" მიერ "გრან კანარიას" დამარცხებას (75:70) გამოეხმაურა სერბული Sportklub-ი და აღნიშნა, რომ გოგა ბითაძის და ნორის კოულის დამატების შემდეგ გუნდი გარდაისახა და ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა.

"ბუდუჩნოსტს" უყვარს ახალი გმირები, დუელში გამარჯვებულები. ბითაძე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო (16 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება), ის გუნდში გადმოსვლიდან მოკლე პერიოდში გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი გახდა", - წერს საიტი.

ნამატჩევს კომენტარი გოგამ გააკეთა:"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. იგრძნობა დადებითი განწყობა. წარმატებული სერია გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ადრიატიკის ლიგის
მოგებაა და ეს მოგებები ამაში ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება.

პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ თამაში დაცვაშიც გამოვასწორეთ და შეტევაშიც. ერთიანი გუნდი ვართ და გამარჯვება დავიმსახურეთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გოგა
ვახო
05:13 26-01-2019
1

სიახლეები პოპულარული