ვილი ისიანმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 6 სამქულიანი ჩააგდო

AutoSharing Option
ვილი ისიანის საუკეთესო მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. "დეტროიტ მერსი ტიტანსის" ქართველმა ფორვარდმა "ინდიანაპოლის პერდიუ ჯაგუარსთან" მატჩში 20 ქულა ჩააგდო. სამწუხაროდ დეტროიტელებმა ეს მატჩი 65:80 დათმეს.

ვილი ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ქართველი ფორვარდი მეტოქის ფარს მხოლოდ 3-ქულიანებით უტევდა და 13 ცდაში 6 შორი სროლა ჩააგდო. ისიანმა 2-დან 2 საჯარიმოც მიითვალა და ჯამში 20 ქულა და 1 მოხსნა მმოაგროვა.

ისიანს, რომელიც 204 სანტიმეტრია, საოცარი სტატისტიკა აქვს. მან "დეტროიტში" 4 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8 ქულას ისე აგროვებს,
2-ქულიანი არ უსვრია. მთლიანიბაში ვილის 31 სამქულიანი აქვს ნასროლი და 14 ჩაგდებული, რაც ტანმაღალი კალათბურთელისთვის გამორჩეული და მაღალი შედეგია.

"დეტროიტ მერსი ტიტანსს" 10-გუნდიან "ჰორაიზონის" კონფერენციაში 5 მოგება და 4 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს დეტროიტელები შინ, 1 თებერვალს, კლივლენდის უნივერსიტეტთან გამართავენ.

altვილი ისიანმა "ოკლენდ გრიზლისს" 15 წუთში 12 ქულა ჩაუგდო


მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისიანის წარმატებები ყველას უხარია. ნაკრებში 3 მსროლელი გამოჩნდა.
Dinamo
13:30 27-01-2019
0

სიახლეები პოპულარული