დღეს, 1-ელ თებერვალს გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ევროლიგის 21-ე ტურში მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდება და იქამდე მონტენეგროს თასზე რეპეტიცია გაიარა - "იბარ როჟაიე" 105:64 დაჯაბნა.
ბითაძემ ახალ გუნდში მესამე დუბლი შეასრულა: 17:25 წუთში 13 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
გოგამ 5-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო და მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. გოგაზე მეტი მხოლოდ დანილო ნიკოლიჩმა
ჩააგდო - 21 ქულა.
მოსკოველ არმიელთა და "ბუდუჩნოსტის" შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.