thestepien.com: გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია

AutoSharing Option
ამერიკული საკალათბურთო გამოცემა thestepien.com-ი, რომელიც ძირითადად NBA-ს დრაფტის შესახებ წერს, ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

NBA-ს ექსპერტი ჯექსონ ჰოი 19 წლის კალათბურთელს 2019 წლის დრაფტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად მიიჩნევს.

"გასულ სეზონში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დრაფტის რადარებზე იყო და პოტენციურ პირველი რაუნდის არჩევნად ითვლებოდა, მაგრამ 11 ივნისს გოგა ბითაძემ დრაფტზე გასვლაზე უარი განაცხადა. 19 წლის "დიდმა კაცმა" დიდი ნაბიჯებით წაიწია წინ და ამ სეზონში "მეგა ბიმაქსთან" ერთად ადრიატიკის ლიგაში და შემდეგ "ბუდუჩნოსტთან" ერთად ევროლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.

7
ფუტამდე სიმაღლის ბითაძე მიმდინარე სეზონში საოცრად პროდუქტიულია და ანაწილებს დროს ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგას შორის. ის საშუალოდ 16.1 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 ბლოკსა და 1 პასს აგროვებს, სროლის 65.9-პროცენტიანი სიზუსტე აქვს და ეს მაშინ, როდესაც პარკეტზე საშუალოდ 25.8 წუთს ატარებს.

თუ ის თამაშში 40 წუთი იქნებოდა, მაშინ საშუალოდ 24.9 ქულას, 11,1 მოხსნას, 3.8 ბლოკს და 1.6 პასს დააგროვებდა.

იმის გამო, რომ ევროლიგაში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა, ის ევროლიგის ვებგვერდზე ლიდერთა სიაში არ იძებნება. არადა, ის ქულების მხრივ ევროლიგაში მეოთხეა, მოხსნებით - მე-2, ბლოკების საშუალო რაოდენობით კი - საუკეთესო. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ ბითაძე ამ ყველაფერს 19 წლის ასაკში აკეთებს, 20 წლის კი ივლისში გახდება.

გოგას სტატისტიკა აღმაფრთოვანებელია. მისი დაცვითი მობილობის და შეტევაში ზრდის პერსპექტივის გამო ის დიდი ხნის განმავლობაში NBA-ს დონეზე სათადარიგო ცენტრად განიხილებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის ორივე კომპონენტში გაიზარდა. წელს ის უფრო კარგად გადაადგილდება პერიმეტრზე.

  • ბითაძე შესანიშნავად გადაადგილდება დაცვაში თამაშის დროს და შემტევ მოთამაშეებს შორის მოძრაობით ცდილობს, მოწინააღმდეგესა და ბურთს შორის აღმოჩნდეს. ის ასევე კარგად გადაადგილდება ფლანგებზე და ამით ეფექტურ დაცვას ანხორციელებს.
  • გოგა ბითაძე პერიმეტრზე ცოტა შეცდომას უშვებს. მისთვის თამაშში სწრაფად დაბრუნება ცოტა რთულია. ამიტომ საჭიროა, რომ სიტუაცია მალე გააანალიზოს. ის ბევრ შეცდომას არ უშვებს, თუმცა ისეთი ტექნიკურია, რომ იშვიათია, ისეთი ნაბიჯი გადადგას, რის გამოც თამაშში სწრაფად დაბრუნება გაუჭირდება.
  • ბითაძემ პროგრესი შეტევაშიც განიცადა, ის პერიმეტრიდან შესანიშნავად უტევს. ეს ნამდვილად საინტერესო კომპონენტია. ბურთთან ერთად შეტევა მნიშვნელოვნად ზრდის ბითაძის შეტევით პოტენციალს და ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდება, როდესაც ის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწევს.
  • ის ძალიან კარგად ასრულებს შეტევას, კარგად ხტება და ამ სეზონში 2-ქულიანი სროლების 63 პროცენტს აგდებს.
  • გოგა ბითაძეს მშვენივრად გამოსდის მეტოქის მცველებს შორის შესვლა და ბურთის ჩაგდება. მას არ უჭირს კონტაქტში შესვლა და ბრძოლა. ამ კომპონენტით ამ კლასში ის საუკეთესოა.
  • კოორდინაცია, შეხება და ძალა მისი პლუსებია.
  • იმის გამო, რომ ბითაძეს არ აქვს ვერტიკალურად გადაადგილების უნარი, რაც ბევრ თანამედროვე მოთამაშეს ახასიათებს, ამის გამო NBA-ს დონეზე მისი, როგორც ეფექტური "დამამთავრებლის" აღქმა რთულია.
  • გოგა ბითაძე არ არის კარგი მეპასე, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ კომპონენტში ძალიან ცუდია. მისი ძალიან დიდი პლუსია, რომ ამ კომპონენტში ბევრ შეცდომას არ უშვებს. ის შესაძლოა ბევრ პასს არ აკეთებს, თუმცა მისი გაკეთებული გადაცემები ზუსტია.
  • ბითაძის შემტევ პროფილში ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი შორეული სროლაა. ამ წელს ჩატარებულ 23 შეხვედრაში მან 37 სროლიდან 15 სამქულიანი ჩააგდო. 19 წლის ასაკში მისი სიმაღლის ადამიანებიდან ძალიან ცოტას აქვს 3-ქულიანი სროლა განვითარებული ისე, როგორც გოგას და მათი უმრავლესობა პარკეტზე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს.

ბითაძემ გააუმჯობესა სისწრაფე და დაცვითი თამაში, თუმცა NBA-ს დონეზე უნდა გააუმჯობესოს დაფარვის ზონა. გოგას შეუძლია გახდეს უმაღლესი დონის მცველი. მისი შესანიშნავი IQ, მოძრაობა და ფიზიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს.

გოგა ბითაძესთან დაკავშირებით იგივე კითხვა უნდა დავსვათ, რაც დრაფტის ნებისმიერი "დიდი" მოთამაშის მიმართ: შეუძლია თუ არა ცვლილებაზე შესვლისას შესაბამისი როლი ითამაშოს? საკალათბურთო სამყარო "გადავსებულია" ხარისხიანი "დიდებით", 2019 წლის დრაფტზე კი ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც NBA-ს კალათბურთელებს ჰგვანან.

ბითაძე პერსპექტიული მოთამაშეა, რადგან პაკეტი, რომელსაც მისი პოტენციალი გვთავაზობს, ხშირი არ არის. ასეთი მოთამაშეები ხეებზე არ იზრდება, არც ბითაძის ფიზიკური მონაცემებისა და IQ-ს მფლობელები.

თუ მისი ათლეტურობაც გაიზრდება და მისი ტექნიკური თამაშიც პროგრესირებას არ შეწყვეტს, შეუძლია კარგი სათადარიგო ცენტრი გახდეს. ცხადია, მას აქვს შესაძლებლობა, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეც იყოს, მისი პოტენციალი ამის საშუალებას აძლევს.

დაბოლოს: გოგა ბითაძეს ამ კლასის საუკეთესო ცენტრად არ მივიჩნევ, თუმცა ვფიქრობ, რომ დრაფტამდე დარჩენილ დროში მას შეუძლია საუკეთესო გახდეს. იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც უკვე ვიცით, მასზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრზე საუბარი უკვე შეიძლება." - წერს გამოცემა.

altცსკა-სთან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გოგა ბითაძემ მონტენეგროს თასზე წაივარჯიშა და ორმაგი დუბლი შეასრულა

altESPN-ის ანალიტიკოსი გოგა ბითაძეზე: მაინც გამოჩნდა მისი ბლოკის დაყენების ინსტინქტი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
დღეს სამწუხაროდ ვერ ითამაშა კარგად, 0 ქულა და 5 ფოლით ნაადრევად დატოვა მოედანი :(
გიორგი
22:47 01-02-2019
0
Dაბეჭდეთ თქვენთვის არ ვწერ უვარგისო რეფორთიორებო Qართველ სპორთსმენების წინსვლისთვის ვწერ ეგებ წაიკითხონ დროზე....რაა საჭირო გამარჯვებებისათვის.....
Qartveli.Chicago.
17:15 01-02-2019
0

სიახლეები პოპულარული