ბექა ბურჯანაძის 12 ქულა ბურგოსში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის “გიპუსკოა” “ბურგოსს” ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 საფეხურზე გახლდათ, მაინც დამარცხდა. ბოლო ადგილზე მყოფმა სანსებასტიანელებმა “ბურგოსთან” 23 ქულით წააგეს...

პირველი მეოთხედი ბურჯანაძის გუნდმა მოიგო (21:18), თუმცა მეორიდან მეტოქეს ვერაფერი დააკლო და 73:96 დამარცხდა.

ბექა ბურჯანაძემ 20 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4 ორქულიანი, 5 სამიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო. 12 ქულა “გიპუსკოასთვის” სნაიპერობისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მატჩის ბომბარდირი კი ბურგოსელი სატონი გახდა – 19 ქულა.

შემდეგ ტურში, 10
თებერვალს “გიპუსკოა” სტუმრად “გრან კანარიას” შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული