"უნიკახამ" ოვერტაიმში "რეალი" დაამარცხა - გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 თებერვალს, ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" დამატებით დროში დაამარცხა "რეალი" - 103:102.

ეს მართლაც დრამატული და თვალსასეირო მატჩი იყო: სტუმრებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, მასპინძლებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ძირითადი დროის დასრულებამდე 0.7 წამით ადრე დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ დედაქალაქელებმა მაინც შეძლეს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა.

დამატებით დროის ბოლო წამზე კი ხაიმე ფერნანდესმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით გამარჯვება "უნიკახას" მოუპოვა.

შერმადინმა ჩინებულად იასპარეზა: 28:52 წუთში 18 ქულა (8-
დან 6 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო) და 10 მოხსნა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხაიმე ფერნანდესი იყო - 27 ქულა, 3 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 9 პასი და სარგებლიანობის 34-იანი კოეფიციენტი.

"უნიკახა" 12 მოგებით მე-5 ადგილზეა და 9 თებერვალს "მანრესას" უმასპინძლებს, იქამდე კი ევროთასზე 5 თებერვალს "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიომ გააქრო ტავარეს-რეიესები პარკეტიდან, მან და ფერნანდესმა პირადად მოუგეს რეალს, მართლა ყოჩაღ !!!დაბლებში გვიჭირს ,თორე წინა ხაზში ბარე ორი დაგვიდგეს !!!:) შერმადინი-ბითაძე 5-ზე , შენგელია-მამუკელაშვილი 4-ზე და ბურჯანაძე 4-ზეც შეიძლება და 3-ზეც. 1-ზე და 2-ზე გვიჭირს ძაან , მაგრამ იმედი მაქვს ბულაშვილი , ანდრონიკაშვილი გაამართლებენ და იქნებ კიდე გამოჩნდეს ვინმე, მერე კი შეიძლება სერიოზულ მიზნებზე ფიქრი, თუ ფიბამ მოაგვარა კლუბებიდან გამოშვების საკითხი მითუმეტეს. ისე რა იქნებოდა ვიკას და მანუს ეს ქრონიკული ტრამვები არ დაბედებოდათ, დღეს რა სასტავი გვეყოლებოდა!? დრიმ თიმ :)
1-ბუ, 2-მანუ, 3-ვიკა, 4-თოკო, 5-ბითაძე/შერმადინი
შემცვლელები მაკფადენი/ჯენინგსი, დუდა, ბულაშვილი/ანდრონიკაშვილი, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი/ბითაძე ამათი შემხედვარე შეიძლება ზაზაც დაბრუნებულიყო და ამ სასტავით ესპანეთი, საფრანგეთის და სერბეთის გარდა ევროპაში ვერავის ჩავთვლიდი ჩვენთან ფავორიტად ! წარმატებები ბიჭებო და გიოს სტაბილორობას და ტავდაჯერებულობას უსურვებ
iolasha
01:06 04-02-2019
1
ყოჩაღ გიო ასე გააგრძელე
irakli
00:57 04-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული