"დეტროიტმა" უიმედო აუტსაიდერი დაამარცხა - ზაზა ფაჩულია 5 ქულით გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტ პისტონსი" ნიუ-იორკს ესტუმრა და ადგილობრივი "ნიქსი" 105:92 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო და პარკეტზე ჯამში 11:32 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 34 წლის მოთამაშემ 5 ქულა, 1 პასი და 3 მოხსნა მიითვალა.


ყველაზე შედეგიანი "პისტონსის" ლიდერი ბლეიკ გრიფინი იყო. მან 38 წუთი ითამაშა და 29 ქულასთან ერთად, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

NBA-ს უიმედო აუტსაიდერის დამარცხების შემდეგ ("ნიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო
ადგილს იკავებს) "დეტროიტს" 24 გამარჯვება და 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, პლეი-ოფში თამაშისთვის კი საუკეთესო 8 გუნდში შესვლა ესაჭიროება.


ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას ისევ "ნიუ-იოკ ნიქსთან" გამართავს. მატჩი 9 თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გაიმართება.

alt"დეტროიტმა" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა - ზაზა ფაჩულიას 8 მოხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოირჩეოდა აბა რა. დანარჩენები მეტს ჩაყრიდნენ
ვვვ
12:01 06-02-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული