ბერიშვილის 18 ქულა, ცინცაძე აღარ ჩანს - ქართველების "ალ შამალი" პირველია

AutoSharing Option
მე-4 მატჩია, გიორგი ცინცაძე ყატარული "ალ შამალის" განაცხადში არ ჩანს, მიხეილ ბერიშვილი კი ჩვეულად შედეგიანია და რაც მთავარია, ქართველების გუნდი იგებს. მე-14 ტურში ალშამელებმა სტუმრად "ალ გარაფა" 82:67 დაამარცხეს და ჩემპიონატში მე-12 გამარჯვება მოიპოვეს.

ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალი" პირველ ადგილზე იმყოფება და
შემდეგ მატჩს 9 თებერვალს, შინ "ალ ვაკაჰთან" გამართავს.

altგიორგი ცინცაძის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი და მიხეილ ბერიშვილის 14 ქულა ყატარში


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცინცაძე უკვე ოცდაცამეტი წლისაა ვულოცავ მას დაბადების დღეს ისე უკვე შეიძლება დაანებოს კიდეც თავი კალათბურთს.ნაკრების ბოლო თამაშზეც ეტყობოდა რო ძალიან უჭირდა პარკეტზე სწრაფი გადაადგილება მითუმეტეს როცა შემცვლელიც არავინ ყავდა.
zaza
13:29 07-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული