ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ამჟერად შინ "ნიუ იორკს" ანგარიშით 120:103 სძლია.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4 ულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

ნამდვილად გაიბრწყინა ანდრე დრამოდნმა, რომელმაც 33 წუთში 29 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. ბლეიკ გრიფინმა კი 26 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტ პისტონსს" 25 გამარჯვება, 29 მარცხი აქვს და პლეი ოფის ზონასთან ერთ ნაბიჯშია. მერვეადგილოსან "მაიამის" 25 მოგება და 28 წაგება აქვს.

ზაზა
ფაჩულიას გუნდის მომდევნო შეხვედრას შინ 12 თებერვალს "ვაშინგტონ ვიზარდსთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-მაიამი 102:96
ნიუ ორლეანი-მინესოტა 122:117
ფინიქსი-გოლდენ სტეიტი 107:117
დალასი-მილუოკი 107:122
ბრუკლინი-ჩიკაგო 106:125
ფილადელფია-დენვერი 117:110
ვაშინგტონი-კლივლენდი 119:106
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული