12:44 10-02-2019
"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.
35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.
"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.
"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს "ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ჩვენმა ნაკრებმა ეს ბიჭი რომ დაკარგოს იქნება ფედერაციის ბრალი!!! გურასპაული აწიე ერთი ადგილი და წადით ამერიკაში! გირჩევნიათ გიორგის თანხმობის გარეშე არ დაბრუნდეთ! ეგ ბიჭი დადებითადაა განწყობილი და თუ რამე ისე არ წვიდა იცოდეთ თქვენი ბრალი იქნება! არ დაუწყოთ თქვენებური ჩახლართვები, თუ ასე გამოვიდა ამდენი გვინდა და თუ ისე იმდენიო...ზოგადად სპორტისა და ზოგიერთი ფედერაციის ხელმძღვანელის გამო რამდენი მსოფლიო დონის ტალანტი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ?!
61
1
დეონ ტომასისგან რა გამოვიდა?სად თამაშობს?
1
0
ევროპაში თამაშობდა
0
0
ტყუილად გიხარიათ - ის ავსტრიის მოქალაქეა და ავსტრიის ნაკრებს გამოადგება!
4
36
ყოჩაღ გიო, ცრემლები მომადგა, წარმატებები მაგარო ქართველო
31
2
მშვენიერი მოძრაობა და ტყორცნების არსენალი აქვს.ახლა საკითხავი ისაა,ქართველობს ეს ბიჭი თუ აქეთ გამოხედვაც აღარ უნდა.
21
0
აბგდ-ს.სად უყურებთ ხოლმე,იქნებ დაწერო?წინასწარ გიხდი მადლობას.თუ ეს ბიჭი პატრიოტია,მაგას რაღა სჯობია.შერმადინი,,ბითაძე და ეგ...ჩავთვალოთ,რომ 10 წელი,ცენტრის პრობლემა აღარ გვექნება,თუ რა თქმა უნდა ნაკრებში თამაში მოუხერხდათ და გათამაშების,ისევ ასეთი უგვანი სისტემა არ დარჩა.
5
0
წინა თამაშში საქართველოს დროშას აფრიალებდა და მგონი ეგ კითხვაც პასუხგაცემულია! ისედაც რა ლოგიკით უნდა თქვას უარი ჩვენს ნაკრებზე და გაცვალოს ავსტრიელებში :დ სად ისინი და სად ჩვენ
30
0
პოზიციური თამაში, ფარქვეშ ბრძოლა, საშუალო დისტანციიდან სროლა - ყველაფერი მაგარი აქვს ამ ბიჭს და ჩვენი კალათბურთის მომავალია! ბრავო!
35
0
სამშობლო, სამშობლო, შენი დიდეეება ბრუნდებაა....
34
0
ავსტრიის მოქალაქეა. საქართველოს ამით რა?
3
28
სულით ხორცამდე ქართველია. წინა კვირას უმვნიშვნელოვანესი თამაში მოიგო მაგის გუნდმა და საქართველოს დროშა შემოხვეული აღნიშნავდა გამარჯვებას.
35
0
სასწრაფოდ ნაკრებში წარმატებები ბრავო
31
0
ქართველმა კალათბურთში ამერიკაში რეკორდი დაამხოო? ვაა, ეს რაღაც ახალია! ნაკრებში სასრაფოდ! :)
36
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული