12:44 10-02-2019
"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.
35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.
"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.
"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს "ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
მაგარი ბიჭია, მოძრაობა გინდა, ტყორცნები, ცაციააა თან... მოკლედ იმედია ფედერაცია არ დაბრმავ-ყრუვდება და სასწრაფოდ სანაკრებოდ დაიბევებენ ამ ბიჭს!!!
რაც შეეხება მოწვევას, რა ზუროსმა უნდა იჩალიჩოს გაფორმება და ორგანიზაციული საკითხები????