"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" "რატჯერსი" ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.

35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.

"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.

"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს
"ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩვენმა ნაკრებმა ეს ბიჭი რომ დაკარგოს იქნება ფედერაციის ბრალი!!! გურასპაული აწიე ერთი ადგილი და წადით ამერიკაში! გირჩევნიათ გიორგის თანხმობის გარეშე არ დაბრუნდეთ! ეგ ბიჭი დადებითადაა განწყობილი და თუ რამე ისე არ წვიდა იცოდეთ თქვენი ბრალი იქნება! არ დაუწყოთ თქვენებური ჩახლართვები, თუ ასე გამოვიდა ამდენი გვინდა და თუ ისე იმდენიო...ზოგადად სპორტისა და ზოგიერთი ფედერაციის ხელმძღვანელის გამო რამდენი მსოფლიო დონის ტალანტი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ?!
პაატა
14:39 10-02-2019
1
ვახ ჩემიიი... ბოლოსკენ ჯორჯი ბეჟანიშვილის მეტი არაფერი უძახია გონი კომენტატორს :))) და ბოლო რა გადააფარა ზანგს...
მაგარი ბიჭია, მოძრაობა გინდა, ტყორცნები, ცაციააა თან... მოკლედ იმედია ფედერაცია არ დაბრმავ-ყრუვდება და სასწრაფოდ სანაკრებოდ დაიბევებენ ამ ბიჭს!!!
მიროსან
14:56 10-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული