herald-review.com-თან საუბრისას 19 წლის კალათბურთელმა საკუთარი წარმატების და ოჯახის შესახებ ისაუბრა:
"მთელი ოჯახი ამაყობს. საქართველოში ბებია და ბაბუა სულ ტირიან, როდესაც ტელევიზორში მხედავენ. ქალაქსა და სამეზობლოში ჩემს ოჯახს ყველა ჩემზე ესაუბრება და ისინიც ამაყობენ.
თქვენც, ჟურნალისტებიც, მიკავშირდებით, მისვამთ კითხვებს, იღებთ ინტერვიუებს. შემდეგ ამას სახლში კითხულობენ და მიხარია, რომ ოჯახი ჩემით ამაყობს" - განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.
8 თებერვალს
პირველი ამერიკული აღიარება - გიორგი ბეჟანიშვილი Big 10-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა