გიორგი ბეჟანიშვილი ისევ საუკეთესოა - ქართველის 13 ქულა და 7 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ბეჟანიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში - დაძაბულ შეხვედრაში "ილინოისმა" Big Ten-ის  კონფერენციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. სტუმრად შეხვდნენ მათზე 1 გამარჯვებით წინ მყოფ "ოჰაიო სტეიტს", რომელიც 63:57 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაგროვდა. ბეჟანიშვილს პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ჰქონდა.

ილინოესელთაგან 15-15 ქულა მოაგროვეს აიო დოსუნმუმ და ტრენტ ფრეიზერმა, თუმცა საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე მოთამაშე – გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ.

5 მოგებითა და 8 მარცხით "ილინოის ფაითინ ილინი" 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერენციაში მე-8 ადგილს ანალოგიური შედეგის მქონე "მინესოტასთან" ინაწილებს. კონფერენციას კი 11-11 მოგებით "მიჩიგანი" და "მიჩიგან სტეიტი" ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 19 თებერვალს, სტუმრად "ვისკონსინთან" გამართავს.

altგიორგი ბეჟანიშვილი: საქართველოში ბებია და ბაბუა სულ ტირიან, როცა ტელევიზორში მხედავენ

alt"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაბლოზე აშკარად 63:56 წერია ბოლოს და არა 63:57...
აჩი
14:19 15-02-2019
0

სიახლეები პოპულარული