"დეტროიტი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდა - ფაჩულიამ მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "სან ანტონიოს" ესტუმრა და 105:93 დამარცხდა.

სტუმართა ქართველი ცენტრი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე გატარებულ 8:54 წუთში მხოლო 1 ქულა, 1 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.


ყველაზე შედეგიანი "სან ანტონიოს" მოთამაშე ლამარკუს ოლდრაიჯი იყო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა, 3 პასი და 5 მოხსნაა.

რეჯი ჯექსონმა - 22 ქულას და 1 მოხსნას, ბლეიკ გრიფინმა კი 17 ქულას, 7 პასს და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი
ჩაიწერა ანდრე დრამონდმა - 10 ქულა, 1 პასი, 17 მოხსნა.

"დეტროიტს" 29 გამარჯვება და 31 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.


"პისტონსი" შემდეგ შეხვედრას "კლივლენდთან" 3 მარტს, ჩვენი დროით 02:00 საათზე გამართავს.

altგრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზას ვეთანხმები და დავამატებ, რომ ერთ-ერთი უბინძურესი მოთამაშეა ლიგის ისტორიაში
dato
12:23 28-02-2019
4
ფაჩულიაზეა ნათქვამი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. მართლა ლეგენდები და გენიალური მოთამაშეები ისე წავიდნენ კალათბურთიდან რომ ჩემპიონები ვერ გახდნენ და ფაჩულია,ეგ საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელი 2 ჯერ გახდა ჩემპიონი,თუმცა იმ გოლდენ სტეიტში ნებისმიერი გახდებოდა ჩემპიონი.
ზაზა
12:22 28-02-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული