კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი ბეჟანიშვილის 15 ქულა და 8 მოხსნა “ინდიანას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან – Big Ten-ის კონფერენციაში მოთამაშე გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ, მისი გუნდი – “ილინოის ფაითინ ილინი” “ინდიანასთან” 74:92 დამარცხდა, თუმცა ქართველი ფორვარდი ილინოისელთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და 15 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისელებს 7 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან,
მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს “პენ სთეითთან” ჩაატარებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით