11 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ბრუკლინ ნეთსთან" 75:102 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოებს შორის დაიწყო და საერთო ჯამში, 7:46 წუთი ითამაშა, მისმა მონაგარმა კი 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა შეადგინა.
რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ყველაზე კარგი შედეგი "ბრუკლინის" რიგებში სპენსერ დინვიდიმ (19 ქულა, 2 პასი, 2 მოხსნა), "დეტროიტის" რიგებში კი ანდრე დრამონდმა (13 ქულა, 3 პასი და 20 მოხსნა) აჩვენეს.
აღმოსავლეთ კონფერენციაში "დეტროიტი" კვლავ მე-7 ადგილზე იმყოფება, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ "დეტროიტმა" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 14 მარტს "მაიამი ჰითის" წინააღმდეგ გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი - ტორონტო 126:101
ვაშინგტონი - საკრამენტო 121:115
ჰიუსტონი - შარლოტი 118:106
იუტა - ოკლაჰომა 89:98
ლოს ანჯელესი - ბოსტონი 140:115
ვაშინგტონი - საკრამენტო 121:115
ჰიუსტონი - შარლოტი 118:106
იუტა - ოკლაჰომა 89:98
ლოს ანჯელესი - ბოსტონი 140:115