გიორგი ბეჟანიშვილის 16 ქულა "ილინოისს" არ ეყო და "პენ სტეიტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოის ფაითინ ილინიმ" ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Tem-ის კონფერენციაში მორიგი მატჩი გამართა. ილინოისელთა მეტოქე გახლდათ "პენ სტეიტი". მატჩი სტუმართა მოედანზე, პენსილვანიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 72:56 დასრულდა.

ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისელებს 7 მოგება დ 13 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფებიან,
მომდევნო შეხვედრას კი 14 მარტს, შინ, აუტსაიდერ "ნორსვესთერნთან" ჩაატარებენ.

altგიორგი ბეჟანიშვილის 15 ქულა და 8 მოხსნა “ინდიანას” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული