"დეტროიტი" უშუალო კონკურენტთან დამარცხდა - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 6 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
14 მარტს, NBA-ს მომდევნო ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "მაიამის" ეწვია და 34-ქულიანი სხვაობით 74:108 დამარცხდა.

სტუმართა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 13:52 წუთში 4 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.


ყველაზე შედეგიანი "მაიამის" მოთამაშე ჯასთის ვისლოუ იყო, რომელმაც 16 ქულასთან ერთად, 2 პასსა და 5 მოხსნას მოუყარა თავი.

პასიურები იყვნენ "დეტროიტის" ლიდერები - ანდრე დრ
ამონდი (5 ქულა, 9 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინი (13 ქულა, 3 პასი, 4 მოხსნა).

ამ მარცხის შემდეგ "პისტონსს" ბალანსი 34:33-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციას იკავებს.


აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას დაბრუნებამდე (ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა) "დეტროიტმა" ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ბოლო 14 დაპირისპირებიდან კი 12-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

ქართველი ვეტერანის გუნდი შემდეგ შეხვედრას "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" 16 მარტს, 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფენიქსი - იუტა 97:114
ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 104:106
ატლანტა - მემფისი 132:111
ოკლაჰომა - ბრუკლინ ნეტსი 108:96
ვაშინგტონი - ორლანდო 100:90

alt5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ბრუკლინთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც საჭირო იყო მოიგეს. პლეიოფში ადგილი თითქმის გარანტირებული აქვთ. ზაზა არის თუ არა არის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზაზა იქ არაფერს წყვეტს როცა მოეხასიათებათ ბლეიკ გრიფინს და ანდრე დრამონდს მაშინ მოიგებენ!
aburjga
12:22 14-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული