ეს 23 წლის ზეზვა ლილუაშვილის ისტორიაა, რომელიც მე-5 წელია, აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტსა და ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობს, კალათბურთს თამაშობს და ცოტა ხნის წინ ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის პრესტიჟული ჯილდო - All-American Scholar Athlete Reward-იც მიიღო.
როგორც ზეზვა AMBEBI.GE-სთან იხსენებს, მისი ისტორია ქუთაისიდან იწყება, როცა 6
"ჩემი საუკეთესო მეგობარი შევიდა კალათბურთზე და მეც გამიჩნდა სურვილი. ჩემი ოჯახის პირველი რეაქცია იყო - "სიმაღლეში გაიზრდები, შვილო", "რატომაც არა, სპორტი კარგია". წლები რომ გავიდა, როცა განვვითარდი და ტიტულების მოგება დავიწყე, კალათბურთს სერიოზულად შევხედეთ. ჩემთვის როგორც სპორტი, ისე სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. მამა პროფესორია და განათლების მიღების პროცესში ყველა აქტიურად ვართ ჩართულები. სწავლა პრიორიტეტულია", - იხსენებს ის.